"ოცნებიდან" ელჩის თანამდბეობაზე - ზაზა გაბუნიას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს
მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს ელჩადმ "ქართული ოცნების" წევრი ზაზა გაბუნია დაინიშნეს.
გაბუნია მანამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო ქართული ოცნებიდან. იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც.
გაბუნიას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტკური მორჩილების და დუმილის სანაცვლოდ მმართველი პარტია პარლამენტის ყოფილ წევრებს დამსახურებულ პენსიაზე უცხოეთში უშვებს.