მუქარა და შანტაჟი "ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან - ენმ-ს საგანგებო განცხადება

11.09.21 12:18
მუქარა და შანტაჟი "ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან - ენმ-ს საგანგებო განცხადება

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი, რევაზ გვილია "ქართული ოცნების" შტაბში დაიბარეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს.

წითლიძის ინფორმაციით, თუ გვალია ოპოზიციურ ძალას არ გაემიჯნებოდა,  და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არ იმუშავებდა, მმართველი ოპარტიის ლიდერები მამაკაცს დაემუქრნენ, რომ "რუსეთს გადასცემდნენ".

დეპუტატი პროკურატურას მიმართავს და ამბობს, რომ გვილიას ქართული ოცნების შტაბში წლების წინანდელი მოსკოვში საქმიანობასთან დაკავშირებით აშანტაჟებდნენ.

საუბარია სოფელ ყულიშკარში მცხოვრებ ენმ-ს მხარდამჭერ რევაზ გვილიაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  ენმ გახარიასთანაა გარიგებული, თუმცა  პოსტი მალევე წაშალა.

წითლიძის ინფორმაციით, გვილიას "ოცნების" შტაბში ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია, და მერობის კანდიდატი ზუგდიდში - მამუკა წოწერია, სამხედრო პირთან ერთად შეხვდნენ ზეწოლა განახორციელეს და აიძულეს, რომ სოციალურ ქსელში გაეკეთებინა განცხადება. 

მეტიც, წითლიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები რევაზ გვილიასან ითხოვდნენ, 30 კაციანი სია მოეტანა, რომლებიც 2 ოქტომბერს სამთავრობო კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს. 

დეპუტატი  "ქართული ოცნების" შტაბიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს. 

"ქართულ ოცნებაში" საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.