მე თქვენ არ გიღალატებთ! - ანზორ მელია

11.09.21 12:45
მე თქვენ არ გიღალატებთ! - ანზორ მელია

ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის  კანდიდატი ანზორ მელია წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ ოქტომბერში იმყოფებოდა. მან ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ბესიკ ჭეჟია წარუდგინა. 

2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ და შემოვხაზოთ ოპოზიციური პარტიები. ეს არის რეფერენდუმი, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები. 

ჩემი ზუგიდი ისევ კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, ლაღი, ბედნიერი უნდა გახდეს. 

მე ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი. არ შეიძლება, ადამიანი მერთან მოსახვედრად  ეძებდეს ნაცნობებს. კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმ პარტიასთან ერთად, რომელსაც ვეებერთელა გეგმები აქვს - იგივე ლაზიკა, იგივე ანაკლიის პორტი. 

ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ყველა ერთმანეთს შეეჯიბრება საქმის უკეთესად კეთებაში. მე თქვენ არ გიღალატებთ!"- განაცხადა ანზორ მელიამ.