რეჟიმი მარცხდება, ყველა კვლევა ამას ადასტურებს - ნიკა მელია

11.09.21 12:53
რეჟიმი მარცხდება, ყველა კვლევა ამას ადასტურებს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი თბილისში, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" 2 ოქტომბრის არჩევნებს წააგებს. 

მელიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდი ყველა კვლევით მარცხდება: 

ივანიშვილის წარმომადგენლები, ქართული ოცნების სახით, საკუთარ კამპანიაზე, პროგრამაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ ოპოზიციაზე, ყველაფერს კადრულობენ და ამას არ უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, იმიტომ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელს შეუძლია თქვას, რომ სასამართლო სისტემა უნდა დაიქვემდებაროს ევროკავშირმა და აკონტროლოს, ამიტომ, ევროკავშირთან არ გვინდა მჭიდრო ურთიერთობა. ამას რომ გუნდი იტყვის, ამის შემდეგ, მათ მიერ გაკეთებულ კომენტარზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ქართული ოცნება მარცხდება, რეჟიმი მარცხდება, ყველა კვლევა ამას ადასტურებს"- თქვა მელიამ.