ხმაური ვანში - "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა პოლიტიკოსებს შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
ვანში გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა პოლიტიკოსებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცნობილია აგრესიული თავდამსხმელების ვინაობაც - ოპოზიციის ინფორმაციით, როინ კანკაძე და ზაალ გერსამია, ხელისუფლების დირექტივებს ასრულებენ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ერთ-ერთი მათგანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მეორე კი ადგილობრივი ხელისუფლების, ვანის მერიის სპორტის აიპის ხელმძღვანელია.