კალაძის უარი კრიტიკულ მედიას - არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას
კალაძის უარი 4 ტელევიზიის შეთავაზებაზე - თბილისის მერი, საერთო დებატებთან დაკავშირებით გაჟღერებულ წინადადებას არ იღებს.
კალაძე კრიტიკულ მედიას ამჯერადაც დაესხა თავს და ისინი ცილისწამებაში დაადანაშაულა.
არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ", - აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, მზადაა ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.