გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია? - კახა კალაძე

11.09.21 15:15
გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია? - კახა კალაძე

გადაიქცა თუ არა ნარკოტესტის ჩაბარება კომპრომატების ბრძოლად? - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ "კომპრომატი არაფერ შუაშია".

გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია? - მიმართა კალაძემ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს. 

მოვუწოდე, მეგონა ყველას მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა ამ მიმართულებაზე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველგან არის შესაბამისი სივრცეები იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამის პოპულარიზაცია ყველა პოლიტიკოსისთვის პლუსია და არა მინუსი"- განაცხადა კალაძემ.  

კალაძე გახარიას განცხადებასს არ პასუხობს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ტესტებთან დაკავშირებით მალე საინტერესო ინფორმაციას გაანდობს.

არ ვიცი, იმდენი ვისაუბრეთ ამ თემაზე, საერთოდ აღარ არის საინტერესო, რამდენიმე დღის წინ წარვადგინე ურბანული პოლიტიკა და ვაპირებ მომდევნო დღეებშიც ვესაუბრო მნიშვნელოვან სიახლეებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.