კომპეტენტური ახალგაზრდაა, განათლებულია, ნასწავლია - კალაძე გაბუნიაზე

11.09.21 15:21
კომპეტენტური ახალგაზრდაა, განათლებულია, ნასწავლია - კალაძე გაბუნიაზე

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას მექსიკაში ელჩად დანიშვნაში პრობელმას ვერ ხედავენ მმართველ პარტიაში.

კახა კალაძე დარმწუნებულია, რომ ზაზა გაბუნია კვალფიციურია და დიპლომატიას თავს კარგად გაართმევს.

კომპეტენციის ნაკლებობა არასდროს არ ჰქონია. კომპეტენტური ახალგაზრდაა, განათლებულია, ნასწავლია და მინდა წარმატებები ვუსურვო. მე მგონია გაუმკლვდება გამოწვევებს, არაფერი არ არის გასამკლავებელი და რთული, მთავარია მონდომება, მთავარია შესაბამისი განათლება და სურვილი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს ელჩადმ "ქართული ოცნების" წევრი ზაზა გაბუნია დაინიშნეს.

გაბუნია მანამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო ქართული ოცნებიდან. იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც.

გაბუნიას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.