შიშით ფეხები მიკანკალებს, 18-ვე დადგეს - კალაძე დებატებზე საკუთარ პირობას აყენებს

11.09.21 15:49
შიშით ფეხები მიკანკალებს, 18-ვე დადგეს - კალაძე დებატებზე საკუთარ პირობას აყენებს

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატებთან დებატებს მხოლოდ ერთი პირობით თანხმდება, თუ ის "ნეიტრალურ ტერიტორიაზე" "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" შედგება.

კითხვეზე ეშინია თუ არა ოპონენტებთან დებატების, კალაძე პასუხობს, რომ "ფეხები უკანკელებს". 

შიშით ფეხები მიკანკალებს, 18-ვე თუ 16-ვე დადგეს მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ორი კანდიდატი არავისგან განსხვავდებიან სხვებისგან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განსხვავდებიან" ,- თქვა კალაძემ.

თბილისის მერი, საერთო დებატებთან დაკავშირებით, 4 კრიტიკული მედიის მიერ გაჟღერებულ წინადადებას არ იღებს.

მსგავსი სიახლეები