პენსია თეა წულუკიაის ქმრისთვის - ნუგზარ კაკულიას მაღალანაზღაურებადი სამსახური უშოვეს
პენსია თეა წულუკიანის ქმრისთვის - ნუგზარ კაკულიას მაღალანაზღაურებადი სამსახური უშოვეს, მას აქამდე წელიწადში 44 ათას ლარს უხდიდნენ. ახლა კი იღებს უფრო მეტს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების არმქონე სტრუქტურაში უპრობლემოდ დაასაქმეს.
უფრო კონკრეტულად, თეა წულუკიანის მეუღლისთვის მაღალანაზღურებადი სამსახური, საქართველოს განათლების სამინსიტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინსიტრირების სკოლაში გამოძიებნა.
2021 წლის იანვრამდე ნუგზარ კაკულია პრემიერ მინისტრის აპარატში მუშაობდა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით მისი სხვა სამსახურში გადანიშვნა მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ მოითხოვა.
განათლების სამინსიტროს დაქვემდებარებულ უწყებაში ამბობენ, რომ კაკულია აქ თვალით არ უნახავთ.