ამ კადრების შემდეგ განათლების მინისტრს არ აქვს მორალური უფლება, იყოს მინისტრი - რამინაშვილი
მარიამ რამინაშვილი "შაბათის ეთერში" გასულ სკანდალურ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელშიც მასწავლებლებზე თვალთვალისა და ზეწოლის უამრავი ფაქტი გასაჯაროვდა. რამინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტების გასაჯაროვების შემდეგ განათლების მინისტრს პოსტზე ყოფნის მორალური უფლება აღარ აქვს.
ამ კადრების შემდეგ განათლების მინისტრს უბრალოდ არ აქვს მორალური უფლება, იყოს განათლების მინისტრი, გამომდინარე იქიდან რომ ჩანს, მას არ აინტერესებს სასკოლო საზოგადოება, მისი ერთადერთი მიზანი არის არჩევნებიდან არჩევნებამდე და ეს ადამიანები არიან უბრალოდ დამხმარე ძალა, მისთვის მხოლოდ არჩევნების პროცესისთვის, მთლიანად თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართულია ის სფერო და ის დაცილდა თავის უპირველეს მისიას, მისცეს განათლება ბავშვებს", - ამბობს მარიამ რამინასვილი.
სკანდალურმა "დოსიეებმა" განათლების სამინისტროდან გამოჟონა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ "ოცნება" მასწვალებლების და დირექტორების პირად ცხოვრებასაც აკონტროლებს და შემდეგ დოსიეებს ადგენს.