წინასაარჩევნო მოსყიდვა - საგარეჯოში სოციალურად დაუცველებს 100 ლარი დაურიგეს
ერთი ოჯახის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" 100 ლარი უჯდება. ტვ პირველის წყაროს ცნობით, საგარეჯოში მმართველი პარტიის მაჟორიტარმა სოციალურად დაუცველები მოისყიდა. სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათ მმართველის გუნდისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საკვებს და თანხას დაპირდნენ. კათარზისის ბენეფციიარებს დაემუქრნენ, რომ თუ ხმას "ოცნებას" არ მისცემენ, საკვების მიწოდება შეუწყდებათ.
დამირეკეს "სათნოების სახლიდან" და მთხოვეს უბანში გამეგო ოპოზიციონერი ვინაა. მე რა თქმა უნდა საკვები რომ არ შეუწყდეთ ჩემს მეზობლებს, ვუთხარი ყველა "ოცნების" მომხრეა-თქო, თუმცა ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. მე ზემოდან მაქვს დავალებულიო", - ამბობს საგარეჯოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი.