ასეთი დოკუმენტების შექმნა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი - კალაძე სუსიდან გაჟონილ დოკუმენტებზე
თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სუსიდან გამოჟონილი დოკუმენტები ყალბია და მასწავლებლებზე ასეთი დოსიეს გაკეთება მასაც შეუძლია.
არ ვიცი, საიდან შეჟონა-გამოჟონა, მაგრამ ასეთი დოკუმენტების შექმნა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, წამობრძანდით მოვიფიქროთ საინტერესო რაღაცეები და დავწეროთ, წერა კარგად მეხერხება ასე რომ შეგვიძლია მოვიფიქროთ იმდენი ათასი სისულელე", - პასუხობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ შაბათის ეთერმა სუსიდან გაჟონილი მასწავლებლების დოსიეები გაასაჯაროვა. დოსიეები მასწვალებლებზე და დირექტორებზე კეთდება, მათ შორის მათ პირად ცხოვრებაზე.