ცოტა ხანი კიდე გაძელით, ხალხო - სააკაშვილი (ვიდეო)
"ცოტა ხანი კიდე გაძელით, ხალხო", - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. ვიდეომიმართვას ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან ავრცელებს.
ცოტა ხანი კიდევ გაძელით, თუ ასე გაგრძელდა სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. თუ ასე გაგრძელდა კი არა, გავსებულია პოლონეთის, გერმანიის აეროპორტები. გული მევსება საშინელი დარდით, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები, ეს ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს? ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო. აქ ლაპარია სულ ცოტა ხანზე. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას ჭაობში ცხოვრების აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს", - ამბობს სააკაშვილი.