"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ცხენების შეჯიბრებას დაესწრო

12.09.21 19:26
"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ცხენების შეჯიბრებას დაესწრო

"ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი,  ბადრი ჯაფარიძე, პარტიის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვატო სურგულაძე, დღეს, 12 სექტემბერს, სოფელ დიღომში გამართულ  ცხენების შეჯიბრებას დაესწრნენ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ  სოფელ დიღმის, სოფელ ლისის, დაბა წყნეთის, ვაშლიჯვრის, სტეფანწმინდის,  სოფელ მუხრანის, სოფელ ჩარდახის, ერედას ცხენოსნები.

“ლელოს” მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის, თქმით, ქვეყანაში სპორტის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს.  ცხენოსნობა კი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც  ქვეყანაში უნდა განვითარდეს. 

შეჯიბრის შემდეგ კი ბიბილაშვილმა გამარჯვებულები საპატიო სიგელით დააჯილდოვა და მონაწილეებს განსაკუთრებული შეჯიბრის გამართვისა და ცხენოსნობის ტრადიციის შენახვისათვის მადლობა გადაუხადა.

დღეს არის პოზიტიური ღონისძიება  სოფელ დიღმისათვის და მადლობა მათ, რომ ამ ტრადიციას უნარჩუნებენ ქალაქსა და თბილისს. მნიშვნელოვანია, ტრადიციები შენარჩუნდეს ქალაქში და ჩვენც ჩვენი მხრივ  ხელი უნდა შევუწყოთ  ჯანსაღი ცხოვრების წესს"

“ლელოს” მთავარი მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პრევენციაა, რომელსაც პარტია აუცილებლად გააგრძელებს - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

მსგავსი სიახლეები