საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს საქართველოში - ნიკა მელია სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე
ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, სააკაშვილის დაბრუნების დაპირებას ეხმიანება. მელია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს საქართველოში.
საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს საქართველოში. დევნილები ამ ქვეყანას, მიუთუმეტეს ყოფილი პრეზიდენტის სახით, არ უნდა ჰყავდეს. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს საქართველოში. ჩვენ გვინდა, სწორედ ასეთი სახელმწიფო გვქონდეს, სადაც აღარავინ აღარ დაექვემდებარება უსამართლო დევნას", - ამბობს ნიკა მელია.