ეს არის სრული ფაბრიკაცია - პაპუაშვილი სუს-ის მოსმენებზე
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან უერთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, მედიაში გავრცელებულ სუს-ის მოსმენის დოკუმენტებს ეხმაურება. პაპუაშვილის თქმით, ყველაფერი ფაბრიკაციაა და წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო კანდიდატების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით ენმ, არ აწარმოებს საერთოდ ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ მედიის სახით იქნება მედიური საარჩევნო კამპანია.
სამწუხაროდ, ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობა" გადართულია სრულად ზიზღის ენაზე, დისკრედიტაციაზე, რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული ფაბრიკაცია, მტკიცებულებებიც არ აქვთ, ერთადერთი მიზანი არის, რომ მოახდინონ კანდიდატების დისკრედიტაცია, რადგან ხვდებიან, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებს პირწმინდად წააგებენ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.