სააკაშვილი მხდალია და გაუჭირდება დაბრუნების დაპირების შესრულება - ირაკლი კობახიძე

13.09.21 13:36
სააკაშვილი მხდალია და გაუჭირდება დაბრუნების დაპირების შესრულება - ირაკლი კობახიძე

,,სააკაშვილი მხდალია და გაუჭირდება დაბრუნების დაპირების შესრულება" - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამშობლოში ციხე არ ასცდება.

ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს. სააკაშვილი მხდალი და მშიშარაა და გაუჭირდება ამ ანონსის შესრულება. ყოველ შემთხვევაში ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რაც მიეჩინება. რა 40 ათასი ადამიანი ელოდება, 5 ათასსაც ვერ კრებენ აქციებზე? - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია ,,კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების მოძრაობას სათავეში ჩაუდგა, სააკაშვილს საზღვარზე 40 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება.

დაანონსებულ ჩამოსვლამდე სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილმა ჯარიდან საუკეთესო ოფიცრები გააქცია. საუბრობს რეფენდუმის მნიშვნელობაზე, თუმცა არაფერს ამბობს მისი ჩამოსვლის გეგმასა და დაწყებულ კამპანიაზე.