"ოცნება" - 49.7%, ,,ენმ"- 33.6% - ოცნების“ კვლევა რუსთავში
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით, რუსთავში, თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 49.7% აძლევს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს. ნინო ლაცაბიძეს. კი 53.5% უჭერს მხარს. კვლევის შედეგები პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, გაასაჯაროვა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს.
კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 33.6% აძლევს; „პატრიოტთა ალიანსს“ 3.5%; პარტიას „საქართველოსთვის“ 3.3%; „გირჩი- მეტი თავისუფლება“ 2.7%, „ლელო" - 1.8%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.2%; ხოლო სხვა პარტიებს ხმას 4.2% აძლევს.
კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 23 მანდატი ექნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10, „პატრიოტთა ალიანსსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თითო-თითო.
კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს, ხმას გამოკითხულთა 53.5% აძლევს; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით კირკიტაძეს - 36.8%; „საქართველოსთვის“ კანდიდატს ბექა ლილუაშვილს - 3.6%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს თორნიკე არევაძეს - 2.6%; ხოლო სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 3.5% აძლევს.
პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა წინასაარჩევნო კვლევა ქალაქ რუსთავში, 7-10 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 %-ს.