ტელევიზიები ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ - კობახიძე

13.09.21 13:14
ტელევიზიები ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე სუს-ის საიდუმლო ფაილების გამოჟონვის ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ტელევიზიები ეკლესიის დისრედიტაციას ცდილობენ. კობახიძის თქმით, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა", ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ეს მეტყველებს, რომ კონკრეტული ღირებულებები აქვს კონკრეტულ ტელევიზიას, იგივე როცა ვრცელდება გადაცემა, რომ ერთი ძმა მეორეზე რაღაცას საუბრობს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი არის გაზრდილი პავლიკა მარაზოვის ღირებულებებზე, ეს არის თქვენი ტელევიზიის სახე",  -თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები