თუ საქართველო დაკარგავს არასამთავრობო სექტორს, მედია თავისუფლებას და ოპოზიციურ ძალებს, ის ბელარუსს დაემსგავსება - შვედი დეპუტატი

28.01.25 11:18
თუ საქართველო დაკარგავს არასამთავრობო სექტორს, მედია თავისუფლებას და ოპოზიციურ ძალებს, ის ბელარუსს დაემსგავსება - შვედი დეპუტატი

თუ საქართველო დაკარგავს არასამთავრობო სექტორს, მედია თავისუფლებას და ოპოზიციურ ძალებს, ის ბელარუსს დაემსგავსება, - ამი შესახებ შვედმა დეპუტატმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. 

შვედმა დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ვითარება მხოლოდ გაუარესდა და ევროკავშირმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სიტყვების ავტორი დეპუტატი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა და თავად გახდა ყველა იმ დარღვევის მოწმე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებზე. 

ჩვენ არ შეგვიძლია, შემწყნარებლები ვიყოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე წევრ სახელმწიფოებში. საქართველოსთან დაკავშირებით იულიან ბულაის დიდებული გამოსვლა ჰქონდა. თქვენს თავს ჰკითხეთ, ვითარება გახდა კი უკეთესი არჩევნების დღის შემდეგ? არა, ის გაუარესდა. უნდა მოვახდინოთ რეაგირება? რას ვერტყვით იმ სალხს, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს, მივცემთ ლეგიტიმაციას ადამიანის უფლებების დარღევას, როცა ისინი ციხეში მიჰყავთ ან უცნობი შეიარაღებული პირები მთ ქუჩაში სცემენ. გუშინ ბელარუსში ე.წ არჩევნები იყო. თუ საქართველო დაკარგავს არასამთავრობო სექტორს, თუ დაკარგავს მედია თავისუფლებას და ოპოზიციურ ძალებს, ის ბელარუსს დაემსგავსება, - განაცხადა ბორიანა აბერგმა.

გუშინდელი დებატები, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, პრაქტიკულად, "ქართული ოცნების" ლუსტრაცია იყო. ყველა გამომსვლელი თითქმის გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობდა. უკვე დღეს ივანიშვილის ხელისუფლება ვერდიქტს ევროსაბჭოსგან ელოდება.  

მსგავსი სიახლეები