წულუკიანი ევროსაბჭოში ამტკიცებდა, რომ არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა

28.01.25 11:26
წულუკიანი ევროსაბჭოში ამტკიცებდა, რომ არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც ევროდეპუტატებმა "ქართული ოცნება" კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, სიტყვით თეა წულუკიანიც წარდგა. ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებდა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და რომ ტექნოლოგიებით, რომელიც ქვეყანა, დასავლეთისგან შეიძინა, არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

თეა წულუკიანმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ ეს პროცესი არა ქართულმა მხარემ, არამედ თავად ევროკავშირმა შეაჩერა. 

არ შეიძლება, გაყალბებას ჰქონდეს ადგილი როცა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და  მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა 800 ათასი ხმაა. შეიძლება, გაყალბება იყოს, როცა ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს. ასევე დავამატებ იმას, რომ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, განაცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გაყალბებას შეუძლებელს ხდის. თუ დარღვევები იყო, მაშინ 8 სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მაინც, რაშია საქმე? ფაქტია ის, რომ ხალხს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. საქართველოში 2022 წლიდან გვრჩება შთაბეჭდილება და მხოლოდ მე არ ვამბობ ამას, რომ ხალხი საქართველოს დასჯას ცდილობს. ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსული ოკუპაციის ქვეშ არის და ხალხი კიდევ ამბობს, რომ საქართველო პრორუსულია და დიალოგის ნაცვლად ჩვენს გარიყვას ცდილობს. ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩენი მხრიდან შეჩერდა, მოლაპარაკებები, რომელიც არც კი არსებობდა. ოპოზიცია პარლამენტში მანდატებზე უარს აცხადებს, მაგრამ თანხა აიღეს, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. გთხოვთ, ასამბლეაში ჩვენს დელეგაციას პატივი სცეთ, - განაცხადა წულუკიანმა. 

გუშინდელი დებატები, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, პრაქტიკულად, "ქართული ოცნების" ლუსტრაცია იყო. ყველა გამომსვლელი თითქმის გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობდა. უკვე დღეს ივანიშილის ხელისუფლება ვერდიქტს ევროსაბჭოსგან ელოდება.   

მსგავსი სიახლეები