ლანა გალდავას ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოსთან კაცმა თავის დაწვა სცადა
"ძლიერი საქართველს" ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას ინფორმაციით, შუახნის ასაკის დევნილმა კაცმა თავის დაწვა სცადა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე, ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს” ეზოში მოხდა.
გალდავას ცნობით, დაზარალებული მძიმე დამწვრობებით გადაყვანილია სტაციონარში.
საგანგაშოა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებია შესაბამისი უწყებები. არსებობს უამრავი შეკითხვა: დაიწყო გამოძიება? როგორია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამართლიანად ხდება საცხოვრებელი ფართებით დევნილთა დაკმაყოფილება და აშ… ასევე ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ადამიანმა რამდენჯერმე სცადა სააგენტოსთან კომუნიკაციის დამყარება და შემზარავ ფაქტს წინ უსწრებდა ხმამაღალი შელაპარაკება… ფაქტია, ოფიციალური უწყებები ნაცვლად განმარტებისა, კვლავ დუმან!"- წერს გალდავა.