"ოცნება" შეშინებულია და მთლიანად მობილიზებული ჰყავს სპეცსამსახურები, რომ ებრძოლოს მოქალაქეებს - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სუს-ის ჩანაწერების გამოჟონვის ფაქტს ეხმაურება. ხაზარაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ გზით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებს ებრძვის.
მინდა გამოვეხმაურო იმ აღვირახსნილ ფაქტს, რასაც ადამიანების თვალთვალი, მოსმენა ჰქვია სუს-ის მიერ, "ოცნება" შეშინებულია და მთლიანად მობილიზებული ჰყავს სპეცსამსახურები იმისათვის, რომ ებრძოლოს თავიანთ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. რომლებიც არ იზიარებენ იმ 9 წლიან აბსოლიტურად უსახურ, უპრინციპო დამანგრევე მმართველობას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა ამ ქვეყანაში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.