ძლიერი ხანძარი ლილოში (ვიდეო)
ძლიერი ხანძარი ლილოში - წინასწარი ინფორმაციით, მაღაზია "7 სპილოს" საწყობი იწვის.
ადგილიდან ფოტოებს და ვიდეო მასალას მოქალაქეები "ტვ პირველის" რედაქციას აწვდიან.
როგორც tvpirveli.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა.