გურამ როგავა: ტკივილი განიცადა ასობით ადამიანმა, ვისაც წამების მანქანაში ძალით პირი გააღებინეს და მილიცია პირში აფურთხებდა
მზიამ ხელი რომ მიუთათუნა სახეზე ბათუმის პოლიციის უფროსს, ეს ბათუმის პოლიციის უფროსი ჩვენებაში რომ ამბობს, ტკივილი განვიცადეო, ტკივილი განიცადა ასობით ადამიანმა, ამ ორი თვის განმავლობა, ვისაც ძალით პირი გააღებინეს წამების მანქანებში და პირში აფურთხებდა ეს მილიცია - ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მან იმ მოქალაქეებს მიმართა, ვინც მშვდად უყურებს იმ ძალადობის სერიას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს.
აი, თქვენ რომ ახლა სახლში ხართ თბილად და გგონიათ, რომ არაფერი არ გემუქრებათ, ადრე თუ გვიან თქვენც გამოგინახავენ საბაბს, თქვენთანაც მოაკაკუნებს ის ნიღბიანი, რომელმაც მე სასიკვდილოდ გამიმეტა, ზუსტად იმ ნიღბით და ფურცელზე ამობეჭდილად მოგაწვდით დირექტივებს, რომ ასე უნდა იცხოვროთ. აი მაშინ, თქვენ ეს არ მოგეწონებათ, მაგრამ იქნება გვიანი. ყველანი ვიქნებით ან გისოსებს მიღმა, ან აღარ ვიქნებით ცოცხლები.
რაც ყველაზე ცუდია, თქვენ ამას გაგუებენ. მზია, რომ გისოსებს მიღმა იმყოფება ვითომც არაფერი, მილიციელს გაარტყა, პოლიციელსაც ვერ ვამბობ, მილიცია ხართ ჩვეულებრივად, რაღაც რომ გამიჭირდეს 112-ში არ დავრეკავ. ზუსტად მილიციელმა გამიმეტა სასიკვდილოდ და მზიამ ხელი რო მიუთათუნა სახეზე ბათუმის პოლიციის უფროსს, მართლა მიუთათუნა და ეს ბათუმის პოლიციის უფროსი თავის ჩვენებაში რომ ამბობს, ტკივილი განვიცადეო, ტკივილი განიცადა ასობით ადამიანმა, ამ ორი თვის განმავლობა, ვისაც ძალით პირი გააღებინეს წამების მანქანებში და პირში აფურთხებდა ეს მილიცია" - თქვა ჟურნალისტმა გურამ როგავამ.
„ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს, ნიღბიანი სპეცრაზმელი თავს დაესხა - შედეგად მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. მოტეხილი ჰქონდა სახის ძვლები და კისრის მალა.
კრიტიკული მედიის წარმომადგენელი რეაბილიტაციას ახლაც კი გადის. მის საქმეზე შესაბამის უწყებებს არავინ დაუკავებიათ. კარლო კაციტაძის უწყება კი დუმს.