სპეცოპერაცია საჯარო მოხელეების წინააღმდეგ - კალაძე რეორგანიზაციას იწყებს
მერიაში დიდი წმენდა იწყება - კახა კალაძის მიერ დაანონსებულ რეორგანიზაციას საკრებულოს სხდომაზე დღეს მწვანე შუქი აუნთეს.
თბილისის მერი პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციას იწყებს.
ცვლილებების მხიედვით, მიხედვით, თუ სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე სასამართლოში დავას მოიგებს, მას თანამდებობაზე მაინც არ აღადგენენ, ამ შემთხვევაში მოხლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ 3 თვის კომპენსაცია ცვლილებათა კოდექსში უმნიშვნელო მუხლი არ არის.
მეტიც, ტყემალაძეს ისრები საჯარო მოხელეებისკენ გადააქვს და მათი მხრიდან შესაძლო პოლიციკურ მანიპულაციებზე საუბრობს.
საკრებულოს თამჯდომარე ირწმუნება, რომ თითოეული მოქალაქის უფლებები მაქსიმალური სტანდარტითაა დაცული.
3 თვის კომპენსაცია, თქვენ გგონიათ, რომ უმნიშვნელო მუხლია? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მოდით მეორე მხრივ შევხედოთ. ხშირ შემთხვევაში, არ გამორიცხოთ, რომ საჯარო მოხელის მხრიდან ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა. ბოლო წლების განმავლობაში გაიმართა არაერთი აქცია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებლო მხარდამჭერი. ერთი ადამიანი მომიყვანეთ, რომელსაც ძალდატანებით ან ერთის მხარდაჭერა მოეთხოვა, ან მეორის. რაც ჩვენი მთავარი მიღწევაა და რითიც მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ზუსტად ამით მივიღეთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ იმგვარი რეფორმები და იმგვარ სამართლებრივ გზას ვადგავართ, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის, ადამიანის უფლებების დაცვას მაქსიმალური სტანდარტით", - ამბობს ტყემალაძე.