ხანძარი "ლილოში" - ბოლო ცნობები ადგილიდან

28.01.25 17:43
ხანძარი "ლილოში"  - ბოლო ცნობები ადგილიდან

ხანძარი "ლილოში" - საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე  ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები