"იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები" - ევროკავშირის პასუხი ივანიშვილის რეჟიმს

28.01.25 20:08
"იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები" - ევროკავშირის პასუხი ივანიშვილის რეჟიმს

ევროკავშირი შოკირებულია იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ იძიებს მოქალაქეების ცემის და წამების ფაქტებს. სისხლიანი ნოემბრიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა არცერთი პირი, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, დასჯილი არ არის. დიპლომატისთვის "ოცნების" მოძალადე ბუნებაში დასარწმუნებლად ეს ფაქტიც კმარა.

ხალხის წამების და მასობრივი ძალადობის გამო ივანიშვილის პარტია ევროკავშირისგან საპასუხო ზომებს უნდა ელოდოს. ყველაფერი მხოლოდ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით არ სრულდება. "ქართული ოცნების" წევრებისთვის ევროპაში მოგზაურობა გართულდა, ისინი შენგენის ზონის საზღვებს ვიზის გარეშე ვეღარ გადაკევთენ, წნეხი "ოცნებაზე" კიდევ უფრო გაძლიერდება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ეს დასავლეთის პასუხია ძალადობაზე, რეპრესიებსა და დაშინებაზე, რომლის ავტორი ივანიშვილია, სამიზნე კი - ქართველი ხალხი. 

დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების ასობით მფლობელისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება თბილისში მოსწონთ, თუმცა არ აკმაყოფილებთ. მეხუთე პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, დაივიწყონ ძველი და მოითხოვონ ახალი არჩევნები. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები