უილსონი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, სანქციები დააწესონ ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, სანქციები დააწესონ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ.
როგორც ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, “აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს მეორადი სანქციების დაწესებაში იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც მართავენ მის სიმდიდრეს.“
მოვუწოდებ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს მეორადი სანქციების დაწესებაში იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც მართავენ მის სიმდიდრეს. ტრამპი გამოასწორებს," - წერს უილსონი.