მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ-შერაზ გასრი
“ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად“- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
მისი თქმით, “მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს“.
“დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ“, - წერს გასრი.
ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი.