შეუჩერებენ თუ არა უფლებამოსილებას ევროსაბჭოში - ივანიშვილის რეჟიმი ისტორიული ვერდიქტის მოლოდინშია
"ქართული ოცნებისთვის" გადამწყვეტი 12 საათის ათვლა დაიწყო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვერდიქტი ცნობილი ხვალ გახდება. არსებობს ორი ვერსია: "ქართული ოცნების" დელეგაციას მუშაობის გარგძელების უფლებას ან არ მისცემენ, ან მისცემენ დათქმით, რომ მომდევნო სამ თვეში ევროსაბჭოს მოთხოვნებს შეასრულებენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არჩევნების გაყალბებაში მხილებული ივანიშვილის რეჟიმი საგანგებო დებატების დროს ევროსაბჭოში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ყალბდებოდა არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდში და რა ხდებოდა უბნებზე 26 ოქტომბერს. დაშინების, მოსყიდვის და კარუსელის ფაქტები დღევანდელ დებატებზე დოკუმენტირებულად შვედმა დეპუტატმა წარადგინა. "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრები საკუთარი ყურით ისმენდნენ, როგორ განიხილავდა ევროსაბჭო მათთვის მანდატის შეჩერებას.
მხილების მოსმენის შემდეგ თავის მართლება მოუწია თეა წულუკიანს, რომელიც ევროსაბჭოში ივანიშვილის დელეგაციას ხელმძღვანელობს. თეა წულუკიანი ევროპელ პოლიტიკოსებს უმტკიცებდა, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და ევროინტეგრაცია მისი რეჟიმის არალეგიტიმურ პრემიერ მინისტრს არ შეუჩერებია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.