ივანიშვილი წავა აუცილებლად ხელისუფლებიდან და დაინიშნება ახალი არჩევნები - მამუკა ხაზარაძე

28.01.25 21:55
ივანიშვილი წავა აუცილებლად ხელისუფლებიდან  და დაინიშნება ახალი არჩევნები - მამუკა ხაზარაძე

ივანიშვილი წავა აუცილებლად ხელისუფლებიდან, როგორც სერბეთის პრემიერი გადადგა, ისე  მოულოდნელად გადადგება კობახიძე და დაინიშნება ახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ უკვე დროა, ოთხმა პოლიტიკურმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ის დღის წესრიგი აიღოს, რასაც მათი კოალიცია სთავაზობდა.

პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდა სახალხო პროტესტით, მაგრამ მე მგონი დროა, იმ ოთხმა პოლიტიკურმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ის დღის წესრიგი აიღოს, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. ბოლო თვეების განმავლობაში, ძირითადი კითხვა იყო გეგმა- გეგმა არის ერთიანობა, ერთიანი ფრონტის შექმნა საზოგადოებასთან, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამას კი სჭირდება პოლიტიკური კოალიციების ერთად მუშაობა. თუ პოლიტიკური ოპოზიცია არ შეიქმნა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ გავაჩინეთ, უბრალოდ ეს პროცესი შესაძლოა, სხვა მიმართულებით წავიდეს. 

როგორც არასდროს, დღეს ამ ოთხი კოალციიის გაერთიანების ერთობლივი ფორმატის შექმნაა საჭირო, რათა ყველამ დაინახოს, რომ არსებობს კონსენსუსი ძირითად საკითხებზე,“ - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისინი კვლავ იქნებიან კონკურენტები, თუმცა დღეს ამის დრო არ არის.

დღეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ პირველი- რუსული ხელისუფლების ჩამოშორებას,ამას უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და ამას სჭირდება ყველა პროდასავლური და ქართველი ძალის კონსოლიდაცია. ჩვენ ობლად დაგვტოვა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ხელისუფლებამ. სრული იზოლაცია მოახდინა ჩვენი ქვეყნის ყველა მიმართულებით“,- დასძინა მან.

 

მსგავსი სიახლეები