ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის- EU-ის წარმომადგენლობა

28.01.25 23:39
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის- EU-ის წარმომადგენლობა

ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - წერია განცხადებაში.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები