ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება სამ განზომილებაზე დგას - გიორგი გახარია

29.01.25 00:03
ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება სამ განზომილებაზე დგას - გიორგი გახარია

გახარია “საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება სამ განზომილებაზე დგას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამივე მათგან ასახელებს და და ამბობს, რომ თითოეული მათგანისთვის შესაბამისი პასუხი რომ გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდით.

ამ კაცის ძალაუფლება სამ განზომილებაზე დგას. პირველი, ეს არის, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც არის ორგანიზებული და ძალიან კარგად მუშაობს. ეს უნდა ვაღიაროთ.

"ომი გინდათ?", "მიშა დაბრუნდება", და კიდევ ბევრი სამარცხვინო, მაგრამ ტყუილი, რომლისთვისაც შესაბამისი ადეკვატური პასუხი რომ გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდით.

შესაბამისად, პროპაგანდისტულ მანქანას პასუხს თუ ვერ ვცემთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტები იყოს დასანქცირებული ან რამე სხვა მხრივ უნდა მივხედოთ.

მეორე - ესაა ფინანსური სპონსორები, ხომ არ გგონიათ, რომ ესენი თავისი ჯიბიდან აფინანსებენ რაღაცას? ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამოყენება ხალხისვე წინააღმდეგ.

და მესამე - რეპრესიული მანქანა, ის ძალოვნების სტრუქტურა, რომელსაც ტვინი ისე გადაუტრიალეს და რომელშიც ჩანერგეს ნახევრად კრიმინალური და გაუგებარი წარმომავლოს ხალხი, რომ იქიდან უკვე ადამიანები გარბიან.

ეს სამი განზომილებაა, რომელზეც დღეს ეს მოძალადე ხელისუფლება დგას“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“.

მსგავსი სიახლეები