აქცია განათლების სამინისტროსთან - სუსის ფაილების შემდეგ მასწავლებლები მინისტრის გადადგომას ითხოვენ

13.09.21 15:33
აქცია განათლების სამინისტროსთან - სუსის ფაილების შემდეგ მასწავლებლები მინისტრის გადადგომას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან მასწავლებლები და სკოლის დირექტორები აქციას მართავენ და განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი სუს-ის ფაილებია, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი უკანონო მიყურადებას სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ახორციელებს. 

აქციის მონაწილებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც  საჯარო სკოლებიდან უმიზეზოდ გაუშვეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.