გაძლიერდეს წნეხი "ოცნებაზე" - დასავლეთში განათლება მიღებული სტუდენტები პარტნიორებს მიმართავენ
საგანებო მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს - დასავლეთში განათლება მიღებული ქართველი სტუდენტები შტატებს, ევროკავშირს და გაერთიანებულ სამეფოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ, გაზარდონ ზეწოლა არალეგიტიმურ მთავრობაზე, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. წერილს ხელს ათობით ის სტუდენტი და მოქალაქე აწერს, ვინც განათლება საზღვაგარეთ მიიღო ან საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობდა.
არსებული ურთულესი ვითარების პირობებში ამ უსამართლობის და რეპრესიების ფონზე. ფაქტობრივად, გაუსაძლისია არათუ ცხოვრება, არამედ ცოდნის რეალიზებაც. ჩენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ დასავლური განათლების მქონე ადამიანებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ აქტიური ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ კრიზისის მოგვარების თვალსაზრისით. მოთხოვნა არის, რომ გადაიხედოს ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკა მათ შორის დაფინანსების, იგივე არასამთავრობო სექტორის გაძლიერების, რუსული გავლენების მაქსიმალურად შემცირებას უნდა ემსახურებოდეს, - ამბობენ დასავლეთში კურსდამთავრებულები.
დასავლეთში განათლება მიღებული სტუდენტები მიიჩნევენ, რომ რუსული გავლენა საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებებისთვის წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.