მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გროვდება - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალსა და ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ხდება პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება", - ამბობს ნინო ლომჯარია.