კობახიძე ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს გაექცა
ირაკლი კობახიძე გაქცა. ივანიშვილის პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს მზია ამაღლობელის საქმეზე ვერ უპასუხა და ლოკომოტივის სტადიონი, სადაც სპორტსმენებს ხვდებოდა, სათადარიგო გასასვლელით, დაცვის თანხლებით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის სტადიონზე, სადაც ირაკლი კობახიძე სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლები და გამომძიებელი ჟურნალისტები მივიდნენ.
ფეხბურთს ფედერაციასთან მისული ჟურნალისტები სკანდირებდნენ: "თავისუფლება მზია ამაღლობელს". ისინი გამოცემა „ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებდნენ და მის სასწრაფოდ გათავიუფლებას ითხოვდნენ.
სტადიონის შესასვლელის კარი მათ ბოქლომით ჩაუკეტეს.