კალაძე "ფაშისტებს" ეძახის ყველას, ვინც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

29.01.25 15:38
კალაძე "ფაშისტებს" ეძახის ყველას, ვინც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

მზია ამაღლობელის შესახებ კითხვას კახა კალაძემ თავდასხმით უპასუხა. თბილისის მერმა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელმძღვანელი დამნაშავედ გამოცხადა, ხოლო კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილე პატიმარს, ფაშისტებად შერაცხა.

მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ქალბატონ მზია ამაღლობელსაც ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება, მოუვიდეს ყველას. შეიძლება, დაუშვას შეცდომა ნებისმიერმა ადამიანმა. მე არ მახსოვს ამდენი ხნის განმავლობაში, ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს, მე არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, ადამიანები ვართ, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? 

ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები.

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე მადარდებს თქვენგან განსხვავებით. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალისებდეთ ძალადობას. ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ, იმიტომ, რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები, - ამბობს კალაძე. 
 

მსგავსი სიახლეები