ზურაბიშვილის მიმართვა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - მთავარი გზავნილები
პრეზიდენტის მიმართვა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - სალომე ზურაბიშივლი საქართველოში არსებულ მძიმე კრიზისთან დაკავშირებით ფრანგი დეპუტატების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან ახალი არჩევნებია და ამ მიმართულებით ევროკავშირისგან ქართველი ხალხი უფრო მკაფიო ნაბიჯებს ელოდება. მოხსენებისას მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა რეჟიმის რეპრესიებზე, უკანონო პატიმრებზე და მზია ამაღლობელზეც, რომელიც 18 დღეა შიშილობს.
პირველი გამოწვევა არის დემოკრატია, დღეს ჩვენ ვდგავართ რეჟიმის წინაშე. ერთპარტიული პარლამენტით, რომელიც არჩეულია არალეგიტიმურად ამ გაყალბებული არჩევნებით. კიდევ უფრო სერიოზულად , ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ამ პარტიის ხელშია და ეს პარტია ერთი კაცის ხელშია, რომელიც არის ბატონი. ეს არის რეჟიმი, რომელსაც აღარ აქვს არაფერი დემოკრატიული, რომელიც გახდა რუსული სტილის რეჟიმი,, რომელიც კონსტიტუციიდან გავიდა. დიპლომატიურ პასპორტებზე მიღებული სანქციები ღიმილს ანიჭებს მათ, ვინც ამ სანქციების სამიზნეა, მათ შეუძლიათ დიპლომატიური პასპორტები 24 საათზე ნაკლებ დროში შეცვალონ. ასე რომ, ჩვენ ველით, რომ შეიძლება იყოს უფრო მკაფიო პოლიტიკა ევროკავშირისგან. ყოველდღიურად, საღამოს ცენტრალურ მოედანზე, 2 თვეა ხალხი იკრიბება, უერთდებიან მსვლელობებთ პროტესტს. პატიმრები, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის, მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის არის ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს. არჩევნები იქნება და არის დღეს ერთადერთი ნორმალური გამოსავალი კრიზისიდან. ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, ხელისუფლება აღარ მართავს, ერთადერთი, რასაც აკეთებს, არის რეპრესიული ზომების გატარება მისი მოსახლეობის მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.