"დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მაგალითია მკაცრი რეპრესიების" - ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

29.01.25 16:09
"დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მაგალითია მკაცრი რეპრესიების" - ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან დაკავირებით განცხადებას ავრცელებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა. მოვუწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ", - წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ X-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები