ტრაგედია რიყის პარკში - 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გომელაურუს უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
შემთხვევა შაბათს მოხდა. თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, თხრილი წყლით და ტალახით იყო სავსე.
მსგავსი სიახლეები

24.04.25 17:50
"პირველებმა" აღდგომის ღამეს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - რა მოხდა გველეთში?
47 წლის გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, ნიკა და პაატა ქუშაშვილები პოლიციამ 2 დღიანი ძებნის შემდეგ, ნაქირავებ ბინაში დააკავა - დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის.