სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - 45 წლის პატიმრის ოჯახი ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

29.01.25 17:42
სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში - 45 წლის პატიმრის ოჯახი ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

გლდანის ციხესთან ნაცემი და ნაწამები  პატიმრის ოჯახის წევრები მივიდნენ და ციხის ადმინისტრაციისგან განმარტებები მოსთხოვეს. საქმე იოსებ გორგოძეს ეხება - 45 წლის ბრალდებულს,  რომელსაც გლდანის ციხეში ჯერ ახრჩობენ, შემდგე სასტიკად სცემეს და ახლაც "ვივა-მედში"  რეანიმაციაში იმყოფებ. ოჯახის ვარაუდობს, რომ ძალადობის ფაქტში ციხის ადმინისტრაცია იყო ჩართული.

"დაზიანებული აქვს თავი, უკანა მხარე (კეფა) ჩამტვრეული აქვს, სისხლი შედედებულა თავში. ყელზე მოჭერის კვალი ეტყობა, გაშავებული აქვს. ყოველ წუთს ველოდები, ზარს, რომ დამირეკონ და მითხრან რომ აღარ არის. ჩემი შვილი 7 დღე უპატრონოდ იყო, ადვოკატმა მხოლოდ გუშინწინ მოაღწია ცემამდე"- აცხადებს პატიმრის მამა. 

პატიმრის ახლობლების თქმით, 45 წლის კაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა და ძლიერი ჰემატომა აღენიშნება, გაჩერებული აქვს ერთი თირკმელი და განვითარდა ტვინის ანთება. 

იოსებ გორგოძის ოჯახი ციხის ადმინისტრაციისგან ვიდეო-კამერების გადმოცემას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები