მოვუწოდებ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა - მიხეილ სააკაშვილი

29.01.25 18:42
მოვუწოდებ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მიმართავს. 

მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე ქალ ჟურნალისტს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა: 

ჩემი სრული სოლიდარობა მზია ამაღლობელს. მზია ნამდვილი გმირია. მე მას მოვუწოდებ შეწყვიტოს შიმშილობა"- წერს სააკაშვილი. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება,ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

 

მსგავსი სიახლეები