სახელმწიფო პროგრამამ "ოცნების" შემწირველთა 5 კომპანია 775 000-ით დააფინანსა - "ფლანგვის დეტექტორი"
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში ყოვეწლიურად კერძო კომპანიებს აფინანსებს, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანიები.
კერძოდ, დაფინანსებულ კომპანიებს შორის ხშირად "ოცნების" და "ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.
2020 წელს 774 300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებსა და დირექტორებს "ოცნებისთვის" და ზურაბიშვილისთვის 610 000 ლარი აქვთ შეწირული.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 93 ათასი ლარით დაფინანსდა ოცნების ყოფილი მაჟორიტარის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია.