ოლიგარქის მოლარემ პროკურატურას საქმე ჩამოუშალა?! - რა მოხდა სასამართლო სხდომაზე

29.01.25 20:43
ოლიგარქის მოლარემ პროკურატურას საქმე ჩამოუშალა?! - რა მოხდა სასამართლო სხდომაზე

ივანიშვილის კარზე ყველაზე გავლენიანი ქალი, ოლიგარქს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არ გამოადგა. "ქართუ ბანკის"გენერალური დირექტორი, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის დიდ ფულს მართავს, პირველების კითხვაზე პასუხისას ვერ ამბობს, რომ ბაჩიაშვილმა დანაშაული ჩაიდინა.

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და 2 წლის განმავლობაში ყოველთვის საჯარო იყო, დღეს საგანგებოდ ნატო ხაინდრავასთვის დახურეს. ცარიელ დარბაზში შესვლის დროს ოლიგარქის კარზე ყველაზე გავლენიანი ქალი გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახს დაემუქრა.

პროკურატურამ სასამართლო სხდომის გახსნისთანავე იზრუნა იმაზე, რომ ოლიგარქის მარჯვენა ხელს ჩვენების მიცემის დროს დისკომფორტი არ შექმნოდა. პროცესი მედიისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის ხაინდრავას დაკითხვის დროს სრულად დაიხურა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ სასამართლო სხდომის დახურვით თავიდან კომერციული საიდუმლოს გამჟღავნება აიცილა.

ნატო ხაინდრავას ჩვენების შემდეგ პროკურატურას ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პრაქტიკულად ჩამოეშალა. ოქროს მოწმე, ვისაც სასამართლოსთვის უნდა ეთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივანიშვილს ფული მოპარა, ამ გარემოებებზე ვერ საუბრობდა.
 

მსგავსი სიახლეები