ოლიგარქის გაქცევა ოფშორებიდან
ოლიგარქის გაქცევა ოფშორებიდან. მილიონების გადამალვის სპეცოპერაცია აქტიურ ფაზაშია. ივანიშვილი სასწრაფოდ და ერთი მეორეს მიყოლებით აფუძნებს ახალ კომპანიებს და იფორმებს იმ აქტივებს, რომლებიც შესაძლოა მალე სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ივანიშვილის ოჯახმა 8 ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა, რომლებზეც ოფშორებიდან უკვე 12 კომპანია გადმოიტანა.
ოლიგარქის ფინანსური აგონია ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო. 31 დეკემბერს, როდესაც ყველა ახალი წლის დადგომას ზეიმობდა ივანიშვილი ოფშორებიდან კომპანიებს იფორმებდა. გარდაუვალი სანქციებისთვის მზადება კი ოლიგარქმა ოფშორული კანონის მიღებით დაიწყო. ამიტომ ათეულობით მილიონის აქტივები ქვეყანაში ისე გადმოაქვს, რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ბიუჯეტში.