თავისუფლება მზიას - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან ბანერი გადმოფინეს
კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს - რამდენიმე წუთის წინ, შენობიდან ბანერი წარწერით: "თავისუფლება მზია ამაღლობელს" გადმოფინეს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, საზოგადოების ხმა არ ჟღერს.
კოსტავას ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.