მღვდლები არჩევნებზე "ოცნებას" ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ - 15 ხმაში სასულიერო პირი 1000 ლარს ითხოვდა

13.09.21 16:10
მღვდლები არჩევნებზე "ოცნებას" ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ - 15 ხმაში სასულიერო პირი 1000 ლარს ითხოვდა

მღვდლები საპარლამენტო არჩევნებზე  "ოცნებას" ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ. სუს-ის ფარული ჩანაწერების მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელმა ინტერნეტში გამოაქვეყნა, 15 ხმაში სასულიერო პირი 1000 ლარს ითხოვდა.

გუშინვე გადავეცი სიები, მითხრეს, რომ 15 კაცს ოჯახებიანად ჩამოიყვანენ არჩევნებზე, რამდენიმეზე მითხრეს, რომ საერთოდ არ მოიყვანენ. ასევე მთხოვეს, რომ იქნებ საწვავით და 1000 ლარით დაგვახმარონო, აღნიშნულზე მ. გოგოლაძემ განაცხადა, რომ საწვავის და ფინანსების საკითხს შეათანხმებს შესაბამის პირებთან", - აცხადებს მამა ბასილ ხაჩიძე მთამწინდის რაიონის გამგებლის მოადგილესთან საუბარში.